კომპანიის სერვისები
- გადაზიდვისთვის აუცილებელი დოკუმენტების გადახედვა, უკუკავშირი და დამოწმება, მათი ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- შემომავალი გადაზიდვისთვის საჭირო პროცედურების დროული უზრუნველყოფა და მათი მომზადება განბაჟებისთვის (რეგისტრაცია, საბაჟო დეკლარაცია, დახმარება ტვირთის განსაბაჟებლად საჭირო დოკუმენტების მოპოვებაში);
- იმპორტის ან ექსპორტის პროცესის უზრუნველყოფა არსებული ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, პარტნიორების მოთხოვნებისა და კომპანიის შიდა განაწესის გათვალისწინებით;
- საბაჟო მოსაკრებლების გამოთვლა და შესაბამისი გადასახადების მოთხოვნა;
- იმპორტირებული და ექსპორტირებული ტვირთის გადაადგილების კოორდინირება; ტვირთის მიწოდების პროცესის მონიტორინგი და ადგილობრივ და გლობალურ გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობა;
კომპანიის ღირებულებები
- გაწეული მომსახურების ეფექტურობა და ხარისხი – შპს GeoBrokerGe უზრუნველყოფს ეფექტურ და პროფესიონალურ ბიზნეს პროცესს არსებული 7 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით კლინიკური კვლევების ლოგისტიკაში. ხარისხი არის კომპანიის მთავარი წამყვანი ასპექტი და ღირებულება.
- სტაბილურობა და სანდოობა – კომპანიის მიზანი ყველა მომხმარებელთან მიმართებაში ყოველთვის არის სტაბილური, გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება. კომპანიას შეუძლია პარტნიორებისთვის საჭირო შესაბამის დახმარების გაწევა სამუშაო საათებს მიღმაც, საგანგებო სიტუაციის არსებობის შემთხვევაში.