კომპანიის სერვისები

  • გადაზიდვისთვის აუცილებელი დოკუმენტების გადახედვა, უკუკავშირი და დამოწმება, მათი ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • შემომავალი გადაზიდვისთვის საჭირო პროცედურების დროული უზრუნველყოფა და მათი მომზადება განბაჟებისთვის (რეგისტრაცია, საბაჟო დეკლარაცია, დახმარება ტვირთის განსაბაჟებლად საჭირო დოკუმენტების მოპოვებაში);
  • იმპორტის ან ექსპორტის პროცესის უზრუნველყოფა არსებული ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, პარტნიორების მოთხოვნებისა და კომპანიის შიდა განაწესის გათვალისწინებით;
  • საბაჟო მოსაკრებლების გამოთვლა და შესაბამისი გადასახადების მოთხოვნა;
  • იმპორტირებული და ექსპორტირებული ტვირთის გადაადგილების კოორდინირება; ტვირთის მიწოდების პროცესის მონიტორინგი და ადგილობრივ და გლობალურ გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობა;
scott-graham-5fNmWej4tAA-unsplash

კომპანიის ღირებულებები

  • გაწეული მომსახურების ეფექტურობა და ხარისხი – შპს GeoBrokerGe უზრუნველყოფს ეფექტურ და პროფესიონალურ ბიზნეს პროცესს არსებული 7 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით კლინიკური კვლევების ლოგისტიკაში. ხარისხი არის კომპანიის მთავარი წამყვანი ასპექტი და ღირებულება.
  • სტაბილურობა და სანდოობა – კომპანიის მიზანი ყველა მომხმარებელთან მიმართებაში ყოველთვის არის სტაბილური, გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება. კომპანიას შეუძლია პარტნიორებისთვის საჭირო შესაბამის დახმარების გაწევა სამუშაო საათებს მიღმაც, საგანგებო სიტუაციის არსებობის შემთხვევაში.